Monday, June 7, 2010

სასწავლო პროექტის გეგმა.

1.პროექტის სახელი
ექსკურსია კახეთში.
აღწე2.პროექტის მოკლე რა 1–2 წინადადებით.
ექსკურსია ყველაზე კარგი საშუალებაა უცხო ადგილების შესასწავლად, გარდა ამისა მოგზაურობის დროს
წარმოქმნილი სიძნელეები უფრო დაგვამეგობრებს ერთმანეთთან.

3. პროექტის სრული აღწერა.
ჩვენი ამოცანაა განვახორციელოთ მოგზაურობა აღმოსავლეთ საქართველოს ულამაზეს კუთხეში–კახეთში.
ჩვენ შევისწავლით კახეთის ბუნებას,ყოფას, და ისტორიულ ძეგლებს.ვიმოგზაურებთ ფეხით, დავათვალიერებთ.ღამეს გავათევთ კარვებში.მოგზაურობის დროს გავესაუბრებით ადგილობრივ მოსახლეობას და შევაგროვებთ ცნობებს მხარის ისტორიის, ეთნოგრაფიის და ყოფა–ცხოვრების შესახებ.
4. მონაწილეთა ასაკი.
15 წელი.
5. ვადები/ ხანგრძლივობა
.ათი დღე.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში.
მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ზოგადად კახეთის ან კონკრეტულად კახეთის რომელიმე ისტორიული ძეგლის შესახებ და წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით.
.7მოსალოდნელი შედეგი/ პროდუქტი, რაც შეიძლება შეიქმნას.
მოსწავლეები შეადგენენ კახეთის ღირსშესანიშნაობის ფოტოალბომს, მეტეოროლოგიურ დღიურს, ჩანახატებს, ესეებს...

8.სარგებელი სხვებისთვის.
დაეხმარება ჩემს მიერ მოძიებული ინფორმაცია სხვებს მხარის უკეთ გაცნობის მიზნით.
9.სამუშაო ენა.
ქართული.
10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან.
არ არის.
11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.
მოგზაურობა კავშირშია–გეოგრაფიასთან, [მოსწავლეები მოახდენენ მხაარეებზე დაკვირვებას რის შედეგად დაგეგმავენ დღეს.]ისტორია–ეთნოგრაფიასთან, ხელოვნებასთან.
12.პროექტის ავტორი
.
ნატო მალაციძე.
13.ავტორის ელ. ფოსტა
.natomalacidze55@gmail.com
.
14.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი.
natomalacidze.blogspot.com.

No comments:

Post a Comment